0:21 AM
საკი: ბეილის შესაძლო შეძენა – “რეალის” სარეკლამო სვლაა



ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა უელსელი ვინგერის პერსონის გარშემო დატრიალებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, მადრიდის "რეალი” უკვე საკმაო ხანია, რაც "ტოტენჰემის” ნახევარმცველის, გარეტ ბეილის შეძენას ცდილობს. მაგრამ, ჯერჯერობით, "ბლანკოსი” უელსის ეროვნული ნაკრების ლიდერის ტრანსფერს ვერა და ვერ ათანხმებს.

"ჩემი აზრით, ბეილის შესაძლო ტრანსფერი – "რეალის” რეკლამური სვლაა. აქ უფრო მიზანშეწონილი კომერციულ მხარეზე საუბარია, ვიდრე საფეხბურთოზე”, – განაცხადა არიგო საკიმ Meridiano-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, გარეტის შესაძლო ტრანსფერი შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში რეკორდულად იქცეს, რადგან, სავსებით შესაძლებელია, ბეილში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.

წყარო: Football Espana

ნანახია: 321 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: