9:36 PM საბალეტა “მან სიტიში” 2017-წლამდე დარჩება | |
![]() არგენტინელმა მცველმა "ეტიჰად სტედიუმის” ბინადრებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. "მანჩესტერ სიტის” ოფიციალური საიტი იტყობინება იმის შესახებ, რომ პაბლო საბალეტამ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება კიდევ ოთხი წლით გაახანგრძლივა. ასე რომ, 28-წლის არგენტინელი "ქალაქელების” ღირსებას 2017-წლის ზაფხულამდე დაიცავს. შეგახსენებთ, საბალეტა "ეტიჰად სტედიუმზე” 2008-წელს გადაბარგდა და ამ დროის განმავლობაში, "სიტის” მაისური 175 მატჩში მოირგო. წყარო: Mcfc.co.uk | |
|
სულ კომენტარები: 0 | |