2:19 PM
რუსული კლუბი მესიში 250 მილიონ ევროს იხდიდა



ჯერჯერობით,უცნობია რომელი რუსული კლუბი ცდილობდა "ბარსელონას" ფორვარდის გადაბირებას.

"ბარსელონასა" და ლიონელ მესის შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა,ერთ-ერთმა რუსულმა კლუბმა კატალონიელებს არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ტრანსფერის თაობაზე მიმართა.

რუსული კლუბი მზად იყო მესის სანაცვლოდ კატალონიელებისთვის 250 მილიონი ევრო,ხოლო თავად ფეხბურთელისთვის წელიწადში ხელფასის სახით 30 მილიონი ევრო გადაეხადა.თუმცა,მესიმ ეს შეთავაზება არც კი განიხილა და "ბარსელონასთან" ახალ ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები განაგრძო,რის შემდეგაც,საბოლოოდ,მან "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.

მიმდინარე სეზონში ლიონელ მესიმ ესპანეთის ლა ლიგაში "ბარსას" მაისური 17 მატჩში მოირგო 26 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
 
ნანახია: 264 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: