გუშინ, რუსთავში ადგილობრივი მოსახლეობა რუსთავქალაქობას აღნიშნავდა. ამ დღესასწაულში "მეტალურგის" ფეხბურთელებმაც თავის წილი წვლილი შეიტანეს და ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩში სამი ქულა მოიპოვეს. რუსთაველებმა საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონს" უმასპინძლეს და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს.
მასპინძლებმა დაწინაურება შეხვედრის დებიუტშივე მოახერხეს. მარცხნიდან საჯარიმოში გეწაძემ მოაწოდა, მოწოდებულს კი საჭირო ადგილზე სიხარულიძე დახვდა და ბურთი თავით გადაგზავნა ლობჟანიძის კარში. რუსთაველები კვლავ აქტიურობდნენ. მაისურაძე თავისი ჩვეული შორეული დარტყმებით გამოირჩეოდა.
31-ე წუთზე გეწაძემ ეფექტურად ჩამოიტოვა ბოლნისელი მცველები, მაგრამ დასარტყმელად სიზუსტე აღარ ეყო. შეხვედრის ბოლო წუთებში სტუმრების აქტიურობას მოჰყვა ჯიქიას შორეული დარტყმა. შემდეგ ფეიქრიშვილს მიეცა დარტყმის საშუალება, კვლავ არაზუსტად.
ბოლნისელები არ ნებდებოდნენ. ჩიკვილაძე აქტიურობდა, კარშიც დაარტყა, მაგრამ ბათიაშვილი მყარად იცავდა რუსთაველთა კარს. პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა.
მეორე ნახევარში ყიფიანმა დობროვოლსკი რაზმაძით შეცვალა. 61-ე წუთზე ბოლნისელებმაც განახორციელეს შეცვლა, გიორგი ფეიქრიშვილი ჭანკოტაძემ ჩაანაცვლა, რომელმაც ტაიმის ბოლოს საკმაოდ სახიფათო გასროლა განახორციელა რუსთაველთა კარისკენ, ბურთი კი ასცდა ბათიაშვილის კარს, მაგრამ დარტყმა ისეთი ეფექტური იყო, მეკარე ურეაქციოთდ დატოვა. რომ არა ოდნავი უზუსტობა, არავინ იცის როგორ განვითარდებოდა დარჩენილი ათი წუთი.
მანამდე კი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ალექსი კრიჭაშვილმა, ხელით თამაშისათვის ლაშა ჯაფარიძეს ყვითელი ბარათი უჩვენა, ეს რუსთაველისთვის მეორე ყვითელი იყო, რაც შესაბამისად წითელს ნიშნავდა და ჯაფარიძემ მოედანი დატოვა. რამაც საკმაოდ აღაშფოთა რუსთაველთა სამწვრთნელო შტაბი.
ამის შემდეგ მოედანზე არაფერი შეცვლილა, რუსთაველებმა დამსახურებული სამი ქულა მოიპოვეს. მომდევნო შეხვედრას "მეტალურგი" სტუმრად, ზუგდიდში გამართავს, ხოლო ბოლნისელები ქუთათურებს უმასპინძლებენ. ორივე შეხვედრა 27 ოქტომბერს გაიმართება.
მატჩის შემდეგ
გიორგი ყიფიანი: "ძალიან რთული თამაში იყო. ბოლნისის "სიონი" კარგი გუნდია. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული თამაში იხილა. მსაჯობას რაც შეეხება, მე ერთხელ ამის შესახებ საჯაროდ განვაცხადე და საკმაოდ სოლიდური თანხითაც დავისაჯე, მაგრამ არ ვერიდები. მე საერთოდ ვფიქრობ, რომ როდესაც დაძაბული მარტჩია, კვალიფიკაციური არბიტრები უნდა მსაჯობდნენ. შეიძლება ანგარიში არ შეიცვალოს, მაგრამ სანახაობრივად თამაში გაფუჭდეს. დიდი იმედი მაქვს, ის ადმაიანები ვისაც ეს ეხება, განიხილავენ თითოეულ მატჩს და თითოეულ შეცდომაზე იქნება რეაგირება. მადლობა მინდა გადავუხადო მოთამაშეებს და მთელ შტაბს, ერთად ვემზადებოდით და ამან შედეგიც გამოიღო. ახლა კი ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ და მოვემზადოთ მომდევნო მატჩისთვის".
არმაზ ჯელაძე: "მთლიანობაში კარგი თამაში გამოვიდა. რუსთავი კარგად დაკომპლექტებული გუნდია, სწრაფი გოლი გავუშვით, ვცდილობდით ამის შემდეგ მომენტები შეგვექმნა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ვულოცავ "მეტალურგს" მოგებას და ვუსურვებ ყოველთვის წარმატებას".
ეროვნული ჩემპიონატი, მე-10 ტური
მეტალურგი – სიონი 1:0
გოლი: 8 სიხარულიძე
მეტალურგი: ბათიაშვილი, სუხიაშვილი, ინწკირველი, დობროვოლსკი (46 რაზმაძე ), ჯაფარიძე, ქავთარაძე, მაისურაძე, სიხარულიძე (73 ტატანაშვილი), მიქაბერიძე (75 გავაშელიშვილი), მახვილაძე, გეწაძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
სიონი: ლობჟანიძე, ქემოკლიძე, სვანიძე, ჩიკვილაძე, ორბელაძე, ჯოჯუა (75 კემუხტაშვილი), თარხნიშვილი (80 ისიანი), მანწკავა, ჭედია, ფეიქრიშვილი (56 ჭანკოტაძე), რეზო ჯიქია
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გიორგი მორჩაძის ფოტო

წყარო: ბაჩანა ცხადაძე, Geosports.ge