9:45 AM
რუსეთი კაპელოს სამშობლოში არ უშვებს




სპეციალისტი იტალიის ეროვნულ ნაკრებს ვერ ჩაიბარებს.

გუშინ შეგატყობინეთ, რომ ფაბიო კაპელო "სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება და შესაძლოა ვაკანტური თანამდებობა 2014-წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიკავოს, როდესაც გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ჩეზარე პრანდელი საკლუბო კარიერას განაახლებს.

თუმცა, მოვლენების განვითარების მსგავსი შესაძლებლობა რუსეთის სპორტის მინისტრმა, ვიტალი მუტკომ გამორიცხა.

"მსგავსი არაფერი გამიგია. კაპელო პრეტენდენტთა სიაში არაა, და ვერც იქნება. კანდიტატებს შორის ლუჩანო სპალეტი, კარლო ანჩელოტი არიან. ფაბიო კაპელო რუსი ფეხბურთელების მწვრთნელი მინიმუმ 2014-წლამდე იქნება”, – განაცხადა მუტკომ.

უფრო მეტიც, რუსული მხარე გეგმავს კაპელოს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს, რომელიც 2018-წლამდე იმოქმედებს.

წყარო: Itar-Tass

ნანახია: 290 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: