2:39 PM რუსებიც კალაძის გაცილებაზე წერენ! | |
![]() მოგეხსენებათ, გუშინ, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე გააცილეს ფეხბურთიდან… საინტერესოა და ასევე აღსანიშნავი ისიც, რომ რუსეთშიც დაწერეს პლანეტის ყველაზე პოპულარული სპორტული სახეობიდან ქართველი ლეგენდის წასვლის შესახებ, რასაც ფეხბურთის ზოგი რუსი გულშემატკივარი ოვაციებით შეხვდა, ზოგი კი… აი რას წერს რუსული სპორტული ვებ-გვერდი Sports.ru: თბილისში, "დინამო არენაზე” გაიმართა კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი. კალაძის მეგობართა გუნდი "მილანს” შეხვდა. "როსონერიმ”, ანგარიშით 3:1, გამარჯვება ინძაგის, შევჩენკოსა და ვერხოვოდის მიერ გატანილი გოლების წყალობით მოიპოვა. თავად კახა 60 ათასი გულშემატკივარის ოვაციების ფონზე მატჩის 78-ე წუთზე შეცვალეს. ქვემოთ კი გთავაზობთ რუსი გულშემატკივრების მიერ დაწერილ რამოდენიმე კომენტარს: მშვიდობით, პატივცემულო!!! ყოველთვის მიხაროდა, როდესაც მას "მილანის” მაისურით ვხედავდი. კალაძე კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა რატომ დაიმსახურა მან გამოსამშვიდობებელი მატჩი დიდებულ სტუმრებთან ერთად, ბექჰემმა კი არა? და ცრემლები სადაა? როგორც იქნა დაამთავრა, ეს საშინელებაა და არა ფეხბურთელი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |