12:29 PM რუნის “ემიუდან” წასვლა უნდა | |
![]() ფორვარდის მომავალი "ოლდ ტრაფორდზე” დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. "მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მთავარ მწვრთნელს შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე” უკვე მის პირველი დღეებშიც მოუწიოს ურთულესი ამოცანის ამოხსნა – დევიდ მოიესს ან ნებისმიერ სხვა სპეციალისტს, რომელიც პენსიაზე გასული სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელად დასახელდება, "წითელი ეშმაკუნების” შემადგენლობაში ფორვარდ უეინ რუნის მომავალთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრა მოუწევს. Sky Sports იტყობინება, რომ ჯერ კიდევ რამოდენიმე კვირის წინ ფერგიუსონთან გამართულ გულწრფელ საუბარში რუნიმ მწვრთნელს მისი გაყიდვა სთხოვა. უეინს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ თავის მშობლიურ პოზიციაზე, ანუ თავდასხმის ხაზში, რეგულარულად ვერ თამაშობს, რობინ ვან პერსის საოცარი სადებიუტო სეზონი კი ფორვარდს აიძულებს იფიქროს იმაზე, საერთოდ აქვს თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში მომავალი. იმის გათვალისწინებით, რომ რუნის "ემიუსთან” მოქმედი კონტრაქტი ორი წლის შემდეგ ეწურება, უახლოეს ზაფხულში კლუბს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს – ან უეინის გაშვება სხვა კლუბში, რათა მის სანაცვლოდ გარკვეული თანხა მიიღოს, ან მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება. უკანასკნელ შემთხვევაში, ახალ მენეჯერს უეინის სახელფასო პირობების სერიოზულ დაკლებაში დარწმუნება მოუწევს. ამ ეტაპზე ყველაზე სავარაუდოა ხელშეკრულების გახანგრძლივების ვარიანტი, რადგან "ემიუს” ხელმძღვანელობას ფორვარდთან განშორება არ უნდა. თუმცა ძალიან მალე შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |