5:24 PM
რუნის “ჩელსი” ურჩევნია?




ბრიტანული პრესის ცნობით, "ემიუს” ფორვარდმა უკვე იცის, სად გააგრძელებს კარიერას, თუ, რა თქმა უნდა, იგი "ოლდ ტრაფორდს” დატოვებს.

ჭორები იმის შესახებ, რომ უეინ რუნიმ, შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში ბოლო სეზონი ჩაატარა, პრესაში კვლავ ვრცელდება.

უკვე შეგატყობინეთ, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდის შეძენის პრეტენდენტთა სიაში ლონდონის "არსენალი” იმყოფება, რომლის ერთ-ერთი მთავარი აქციონერი, ალიშერ უსმანოვი, პირადად გამოხატავს ვარსკვლავისადმი ინტერესს. გარდა ამისა, გავრცელებული ხმების თანახმად, რუნის "რეალში” ხილვა კარლო ანჩელოტის სურს, რომელიც, ძალიან მალე, მადრიდულ გრანდს ჩაუდგება სათავეში. მიუხედავად ამისა, ლონდონში უეინით ინტერესდება "ჩელსი”. უფრო მეტიც,Daily Star-ის ცნობით, რუნის წარმომადგენლებმა ჟოზე მოურინიოს აუწყეს, რომ მათი კლიენტი სწორედ "განსაკუთრებულთან” თანამშრომლობითაა დაინტერესებული.

ახალი სამუშაო ადგილის ძებნისას, თავდამსხმელისათვის უკანასკნელი როლი შესაძლოა არ ითამაშოს ტიტულებმა, რომლებსაც "არსენალი” უკვე რვა წელიწადია შენატრის. ხოლო რაც შეეხება "ჩელსის”, "არისტოკრატები” წარმატებას რეგულარულად აღწევენ, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით კი მათ შესაძლოა ინგლისის პირველობაც დაიბრუნონ.

წყარო: Daily Star

ნანახია: 285 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: