6:55 PM რუნიმ სერიოზული ტრავმა მიიღო | |
![]() სავსებით შესაძლებელია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მომდევნო რამოდენიმე კვირის განმავლობაში იუქმოს. გუშინ დილით გამართული "წითელი ეშმაკუნების” ვარჯიში არასასიამოვნო შედეგით დასრულდა. როგორც მთავარი ბრიტანული ტაბლოიდები Daily Mail და Mirror იუწყებიან, თავდამსხმელი ფილ ჯონს შეეჯახა და თავიდან სერიოზული სისხლდენა დაეწყო. ამის გამო, რუნიმ სატრანსფერო ბაზა თავშეხვეულმა დატოვა, შემდეგ კი მედიკოსებს ათი ნაკერის დადება დასჭირდათ, იმისათვის, რათა ეს სისხლდენა შეეჩერებინათ. იმავე Mirror-ის ცნობით, ამ დაზიანების გამო ფორვარდი "ლივერპულთან” გასამართ უახლოეს შეხვედრას ნამდვილად გამოტოვებს. გარდა ამისა, ასევე იტყობინებიან, რომ რუნის არამხოლოდ ამ მატჩის, არამედ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, მოლდოვასა და უკრაინის ეროვნულ ნაკრებებთან გასამართი შეხვედრების გამოტოვებაც მოუწევს. წყარო: Daily Mail,Mirror | |
|
სულ კომენტარები: 0 | |