10:16 PM რუნი სიმელოტის წინააღმდეგ: თმის გადანერგვის კიდევ ერთი ოპერაცია | |
![]() ბოლო პერიოდში პრესა ხშირად იტყობინება იმის შესახებ, რომ უეინ რუნი შესაძლოა "ემიუდან” "არსენალში” გადაბარგდეს და ზაფხულის ერთ-ერთ მთავარ "ნიუსმეიკერად” იქცეს. მიუხედავად ამისა, თავად ფეხბურთელი, როგორც ჩანს, საკუთარ გარგენობაზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე მომავალზე. ბრიტანული ტაბლოიდი The Sun იტყობინება, რომ რამოდენიმე დღის წინ უეინმა თმის გადანერგვის კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა. "პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. რუნი შედეგებით კმაყოფილია და დიდ ხანს არ დაელოდება იმ მომენტს, როდესაც მას ყველა ახალი ვარცხნილობით იხილავს”, – იტყობინება სანდო წყარო. რუნი ამ კლინიკას უკვე ეწვია 2011-წელს და მაშინ შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა (იხ. ფოტო ქვემოთ). "მისი ვიზიტი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა. ახლა თმის ბოჭკოების წარმატებული გადანერგვის მკურნალობის მეორე ეტაპი იწყება. ეს პროცედურა ჯერ კიდევ 2011-წელს დაიგეგმა. ეს სტანდარტული მოქმედებაა”, – განაცხადა იმ კლინიკის დირექტორმა, სადაც ფეხბურთელის მკურნალობა მიმდინარეობს. საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც ხალხმა უეინის პირველი ოპერაციის შესახებ გაიგო, ინგლისში მცხოვრებმა მელოტებმა "მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავისგან მაგალითი აიღეს: ცნობილია, რომ თმის გადანერგვის მოთხოვნა დაახლოებით 25%-ით გაიზარდა. წყარო: The Sun | |
|
სულ კომენტარები: 0 | |