8:42 PM რუნი: “მოიესს გაცილებით ინტენსიური ვარჯიშები აქვს” | |
![]() უეინ რუნიმ ახალი მთავარი მწვრთნელის დევიდ მოიესის მუშაობის სტილზე ისაუბრა. ფორვარდს ამ სეზონში 4 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. როგორც ჩანს, ეს ინტენსიური ვარჯიშების "ბრალია”. "ახალ მწვრთნელს ცოტათი განსხვავებული ვარჯიშები აქვს. მახსოვს, ასეთი რამ "ევერტონში” ხდებოდა. ახლა გაცილებით ინტენსიურად ვვარჯიშობთ, რაც ძალიან მეხმარება”, – აღნიშნა რუნიმ. "მოიესი ბრწყინვალე მენეჯერია. იმის გამო, რაც მან "ევერტონში” გააკეთა, სრულიად იმსახურებს "ემიუს” თავკაცობას. მომწონს მასთან ერთად მუშაობა”. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |