2:36 PM
რუნი ინგლისის სუპერთასზე არ ითამაშებს



უეინ რუნიმ სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე მხრის ტრავმა მიიღო, რის გამოც დღეს უიგანთან გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

"რუნის მხარი აქვს ტრავმირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოწინააღმდეგეებთან კონტაქტურ ბრძოლაში ვერ შევა. მართალია, მან რამდენიმე ვარჯიში დუბლებთან ერთად ჩაატარა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუნი ითამაშებს”, – განაცხადა მოიესმა.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, დღეს მოედანზე ვერც ლუის ნანი და ეშლი იანგი გავლენ, რომლებიც ასევე ტრავმირებულნი არიან. მაგრამ "წითელი ეშმაკების” ბანაკში სასიხარული სიახლეც არის. რობინ ვან პერსი, ნემანია ვიდიჩი და პატრის ევრა გუნდს დაუბრუნდნენ.

წყარო: BBC

ნანახია: 320 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: