11:53 AM
რუნი “არსენალის” წინადადებას განიხილავს



"მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდს ლონდონში გადაბარგების შანსი აქვს.

მას შემდეგ, რაც "არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი გუნდის რიგებში უეინ რუნის ხილვა სურს, პრესამ მაშინვე დაიწყო ამ პოტენციური ტრანსფერის განხილვა.

Goal.com ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუნი მზადაა ამ ზაფხულს "მეთოფეების” რიგებში გადაბარგების ვარიანტი განიხილოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლუბი მის სახელფასო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს: უეინს იმავე ანაზღაურების შენარჩუნება სურს, რამდენსაც ამჟამად "ემიუში” იღებს (240 ათასი ფუნტი სტერლინგი კვირაში).

ლონდონელებს თავიანთი ფეხბურთელებისთვის მაღალი ხელფასების დანიშვნა არ უყვართ: "ემირეიტსზე” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, რომელიც თეო უოლკოტია, კვირაში 105 ათას ფუნტს გამოიმუშავებს. მიუხედავად ამისა, ვენგერი ისეთი თავდამსხმელის ხელში ჩაგდების შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს, როგორიც რუნია და, არსებული ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბი უეინის ტრანსფერის განხორციელებისათვის ყველაფერს გააკეთებს.

ვარაუდობენ, რომ უკვე ახლა "მეთოფეები” "წითელ ეშმაკუნებს” ოფიციალურ წინადადებას, ხოლო თავად რუნის პირად კონტრაქტს უმზადებენ, სადაც ფეხბურთელის ასპარეზობიდან და სარეკლამო უფლებებიდან გამომდინარე მიღებული ბონუსებიც იქნება გათვალისწინებული.

გარდა "არსენალისა”, ფეხბურთელის შეძენით "რეალი” და "პარი სენ ჟერმენიც” ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ უეინი "ოლდ ტრაფორდზე” თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და კლუბის ხელმძღვანელობას მისი ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა.

წყარო: Goal.com

ნანახია: 310 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: