11:59 PM
რუნი არ არის მზად "ლივერპულთან" სათამაშოდ



რუნიმ მუხლის ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და უკვე გამოტოვა პრემიერლიგის მატჩები "ნიუკასლის", "ვესთ ბრომვიჩისა" და "უიგანის" წინააღმდეგ, ასევე ერთი სათასო შეხვედრა "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ.

"რუნი ჯერჯერობით ვერ ითამაშებს"-განაცხადა "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგუსონმა.

ფერგუსონის თქმით, რუნი შესაძლოა დაბრუნდეს თასზე "ვესთ ჰემთან" გასამართ საპასუხო შეხვედრაში ოთხშაბათს.

სამაგიეროდ ნანი და ანდერსონი მთლიანად გამოჯანმრთელდნენ ტრავმის შემდეგ და მზად არიან "მანჩესტერს" "ლივერპულთან" გასამართ შეხვედრაში დაეხმარონ.
 
ნანახია: 272 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: