11:55 AM
როსიცკი “არსენალში” კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს



ჩეხი ნახევარმცველი აცხადებს, რომ არსენ ვენგერს იგი ჯერ კიდევ სჭირდება.

"სეზონის დასრულების შემდეგ მწვრთნელს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ვჭირდები და კიდევ ერთი სეზონი "არსენალში” უნდა დავრჩე. სწორედ ამიტომ, ამ ზაფხულს ჩემი მონაწილეობით არანაირი ტრანსფერი არ განხორციელდება”.

"სეზონი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა, ძალიან ცუდად დავიწყეთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა მაინც მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, მეტის მიღწევა გვსურდა, თუმცა სატურნირო ცხრილი არ ტყუის, გუნდმა მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიმსახურა”.

"ყველაფერი ცუდი იმაშია, რომ შეგვწევს ძალა "ბაიერნი” მისსავე მოედანზე დავამარცხოთ, თუმცა შემდეგ შესაძლოა თასიდან "ბრედფორდმა” გამოგვთიშოს”, – განაცხადა ტომაშ როსიცკიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩეხს "მეთოფეებთან” მოქმედი კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება.

წყარო: idnes.cz

ნანახია: 331 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: