10:29 PM როსელს “ბარსელონადან” მესის გაგდება უნდოდა | |
![]() ესპანურმა პრესამ წინა დღეებში ძველი ამბავი გაიხსენა. გამოცემა AS-ის ცნობით, 2003-წელს, "ბარსელონას” ამჟამინდელი პრეზიდენტი სანდრო როსელი კლუბის ვალის შემცირების გზებს ეძებდა და არასაჭირო ახალგაზრდა ფეხბურთელების გასხვისებას გეგმავდა. ასე და ამგვარად, როსელის გამო "ბარსელონამ” დაკარგა ხერარდ პიკე, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში” წავიდა, სესკ ფაბრეგასი კი "არსენალის” რიგებში ჩაირიცხა. სანდრო როსელს მესისთან განშორებაც სურდა, რადგან თვლიდა, რომ არგენტინელის "შენახვა” კლუბს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა. ახალგაზრდა მესის არგენტინაში დაბრუნება პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, როდესაც ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელებმა განგაშის ზარი შემოჰკრეს და საერთო ძალებით ლეო კატალონიაში დატოვეს. მესის მთავარი დამცველები მაშინდელი მწვრთნელები, პეპე კალომერი და გილიერმო ხიოსი აღმოჩნდნენ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რათა როსელს ჩაფიქრებული რეალობად არ ექცია. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ მესის ტრანსფერის მიახლოებულმა ფასმა თეორიულად 580 მილიონი ევრო უნდა შეადგინოს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |