1:30 PM როსელის გეგმა | |
![]() ”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა გადაწყვიტა ესპანეთის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის ფორმატში რევოლუცია მოახდინოს.
პროექტის თანახმად ესპანურ პრიმერაში გუნდების რაოდენობა 16-ამდე შემცირდება, ხოლო აქედან ჩემპიონთა ლიგის საგზურს 8 გუნდი მოიპოვებს (6 პირდაპირ). ამას გარდა კატალონიური კლუბის პრეზიდენტი თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე გუნდების რაოდენობა 64 უნდა გახდეს.
გუნდები, რომლებიც პრიმერაში 9-12 ადგილებს დაიკავებენ ევროპა ლიგაში იასპარეზებენ. გარანტირებული დაქვეითება სეგუნდა დივიზიონში მხოლოდ უკანასკენლ ადგილზე გასულ გუნდს ელის, ხოლო გუნდებს, რომლებიც 13-15 პოზიციებს დაიკავებენ პრიმერაში ადგილის შენარჩუნება გადათამაშების გზით შეეძლებათ. ესპანეთის მეორე დივიზიონს ამ გეგმით ასევე შეცვლა ელის, მას ორ ჯგუფად გაყოფენ, სადაც 16-16 გუნდი იასპარეზებს.
ამჟამად პრიმერაში 20 გუნდი ასპარეზობს, სეგუნდაში კი 22. ჩემპიონთა ლიგის საბოლოო ბადეში 32 გუნდი გადის, სადაც 8 ჯგუფი ყალიბდება. ესპანეთის ჩემპიონატს ამ ტურნირზე 4 წარმომადგენელი ჰყავს, მიმდინარე სეზონში ლიგაში ”ბარსელონა”, ”რეალი”, ”ვალენსია” და ”მალაგა” ასპარეზობენ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |