11:40 PM
როსელი: "ვილა არსად წასვლას არ აპირებს"



"ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელიმ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის თავდამსხმელის, დავიდ ვილას გუნდიდან წასვლა გამორიცხა.

"ვიცით, რომ ვილას შეძენით ბევრი ევროპული გუნდია დაინტერესებული. მინდა ვთქვა, რომ ესპანელი ფორვარდი "ბარსელონას" სჭირდება და აქედან გამომდინარე იგი იანვარში გუნდს არ დატოვებს."-განაცხადა "ბლაგურნას" პრეზიდენტმა კატალონიურ რადიოსთან ინტერვიუში.

"ბარსას" თავკაცმა ასევე ვალდესზეც ისაუბრა:"ვიქტორს ძალიან ხშირად აკრიტიკებენ და მას "ბარსელონას" დონის მეკარედ არ თვლიან. იგი ამის გამო ძალიან შეწუხებულია. ვიმედოვნებ, რომ ვალდესი "ბარსაში" დაამთავრებს კარიერას. იყო "ბარსელონას" მეკარე, ეს ნამდვილად არ არის ადვილი. იყო ამერიკის პრეზიდენტი, რომის პაპი, ასეთი დიდი გუნდის მეკარე ეს ძალიან რთულია, რადგან ეს ყველაფერი ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. ვალდესი აუცილებლად გაახანგრძლივებს კონტრაკტს "ბარსასთან".
 
ნანახია: 288 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: