11:55 PM როსელი: "დელ ბოსკეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი მწვრთნელი ვილანოვაა" | |
![]() "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარებულ ვისენტე დელ ბოსკეზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიუხედავად ესპანელის მიმართ პატივისცემისა, ესპანეთის ნაკრების დამრიგებელს იგი "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად ვერ ხედავს. ერთ-ერთ ინტერვიუს დროს, ჟურნალისტმა როსელს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა, რომ მომავალში, დელ ბოსკემ "ბარსელონა" გაწვრთნას, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო: "დელ ბოსკეთი აღფრთოვანებულები ვართ. ის კეთილშობილი ადამიანი და ნამდვილი ჯენტლმენია. დელ ბოსკე კატალონიელს ჰგავს. რაც შეეხება "ბარსელონაში" მის მუშაობას - ჩვენს გუნდს ტიტო ვილანოვა წვრთნის. გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ ის დაკავებულ თანამდებობაზე დარჩება. აქვს აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის, უმთავრესი მისი ჯანმრთელობაა." | |
|
სულ კომენტარები: 0 | |