მადრიდის "რეალის" სუპერ-ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ "მალიორკასთან" მატჩში დუბლი გაიფორმა, რომლითაც საკუთარი მონაგარი ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში 123 გოლამდე გაზარდა, რაც მართლაც რომ ჩინებული შედეგია, მითუმეტეს რონალდუმ ამ შედეგს სულ რაღაც 3 წელიწადში მიაღწია და ამას მხოლოდ 110 მატჩი მოანდომა.
ხესე სანჩესს ამ შედეგამდე მისაღწევად 437 მატჩი, ხოლო ემილიო ბუტრაგენიოს 341 მატჩი დასჭირდათ, რაც რონალდუს შედეგს უფრო გენიალურს ხდის. მართლაც რომ გენიალური შედეგია პორტუგალიელისათვის, მაგრამ "მალიორკასთან" მატჩში ეს ერთადერთი რეკორდი არ იყო მისთვის. მან ასევე საკუთარი რეკორდი დაამხო, რომელიც ზედიზედ 8 შეხვედრაში გატანილ ბურთში გამოისახება. მანამდე რონის ზედიზედ 7-ჯერ ჰქონდა გატანილი და ეს შედეგი მან გასულ სეზონში დააფიქსირა.
რონალდუს შემდეგი რეკორდის დამყარებასთანაც ძალიან ახლოსაა და ალბათ თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა მალე ფერენც პუშკაშსაც უკან ჩამოიტოვებს, რომელსაც 126 გოლი აქვს გატანილი. ვნახოთ რაულის რეკორდისკენ სწრაფად მიმავალი კრიშტიანუ რონალდუ მოახერხებს თუ არა 228 გოლის გატანას, რომლითაც ყველა დროის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდება, მადრიდის რეალის ფეხბურთელთა შორის. მოგეხსენებათ რაულს 228 გოლი აქვს გატანილი და თავმომწონედ იკავებს საპატიო პირველ ადგილს, მეორე კი ალფრედო დი სტეფანო გახლავთ 216 გოლით.
ვნახოთ შეძლებს თუ არა პორტუგალიელი ფეხბურთელი მათი შედეგის გაუმჯობესებას, სტატისტიკას თუ მივენდობით რომელსაც კრიშტიანუ გვიჩვენებს, ეს ძალზედ რეალურია.