3:04 PM
რონალდუ: "წაგებაც ფეხბურთის ნაწილია"


მადრიდის "რეალის" ლიდერმა და გუშინდელ მატჩში "თეთრების" მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა, კრიშტიანუ რონალდუმ კომენტარი გააკეთა.

"მოსალოდნელი იყო, რომ რთული შეხვედრა გამოვიდოდა და მეტოქემ ეს დაამტკიცა. მეორე გოლის მომენტში მასპინძლებს ცოტა გაუმართლათ. უნდა დავმშვიდდეთ. წინ კიდევ არის მატჩები, რომლებშიც საჭირო ქულების დამატებას შევძლებთ", -განაცხადა რონალდუმ.

"როცა ერთმანეთს ორი დიდებული გუნდი ხვდება, შანსები ყოველთვსი თანაბარია. დღეს იღბალმა ჩვენ მიგვატოვა. წაგება ფეხბურთის ნაწილია. ორივე გუნდს ძლიერი შეტევის ხაზი აქვს, რაც დღეს ყველამ დაინახეთ. დარწმუნებული ვარ, მაყურებლებისთვის ჩინებული სანახაობა იყო".
 

წყარო: UEFA.com

ნანახია: 308 | დაამატა: RoM@N | ტეგები: რონალდუ: წაგებაც ფეხბურთის ნაწილია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: