1:19 PM
რონალდუ შეიძლება 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ



მადრიდის "რეალის” ერთ-ერთმა ლიდერმა შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღო კოპა დელ რეის ფინალში უხეშობის გამო. შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოსთან” მატჩის 115-ე წუთზე კრიშტიანუმ გაბის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუხდა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია სასჯელს უახლოეს მომავალში გამოიტანს და ის შეიძლება 4 მატჩს შეადგენდეს. ასეთ შემთხვევაში, პორტუგალიელს დარჩენილი 2 მატჩის გამოტოვება ამ სეზონში, 2-ის კი მომავალ სეზონში მოუწევს.

ლა ლიგას მიმდინარე გათამაშებაში რონალდუმ 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ამდენივე რაოდენობის გოლი და გააკეთა 9 შედეგიანი გადაცემა.

ნანახია: 286 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: