11:32 PM
რონალდუ: "რეალმა" "სელტასთან" იდეალური მატჩი ჩაატარა"



"რეალის" ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის თასის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩზე ისაუბრა, სადაც მისი გუნდი "სელტას" დაუპირსპირდა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა, ხოლო თავად ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

"გუნდმა იდეალურად ითამაშა. მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, უკვე მესამე წუთზე გოლის გატანა მოვახერხეთ. ეს მომდევნო რაუნდში გასვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო".

"მეორე ტაიმში მოედანზე ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით თავს, რადგან ანგარიში უკვე 2:0 იყო. მაგრამ, როდესაც კაცნაკლულნი დავრჩით მთავარმა მწვრთნელმა გარკვეული დავალება მოგვცა: არ მიგვეშვა მოწინააღმდეგე ჩვენს საჯარიმომდე".

"რაც შემეხება მე, თავს შესანიშნავად ვგრნძობ. რამოდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ ჩვენ შესანიშნავ ფორმაში შევედით. შემწევს ძალა დავეხმარო "რეალს" წარმატების მიღწევაში ესპანეთის თასზე, ჩემპიონთა ლიგაზე და ლა ლიგაში".

"მოურინიო? იგი თავისი საქმის პროფესიონალია. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენ მისი დავალებები უნდა შევასრულოთ",-ციტირებს პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.
 
ნანახია: 270 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: