12:39 PM რონალდუ მზადაა “ემიუს” წინადადება განიხილოს | |
![]() პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველის "ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნების შანსი აქვს. ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთ ფეხბურთელთან საუბრისას გამოტყდა, რომ კლუბში დაბრუნების ვარიანტს განიხილავს, თუ მას ასეთი შეთავაზება მიუვა. "ემიუმ” რონალდუ "რეალს” 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად მიყიდა, ზაფხულში კი "წითელმა ეშმაკუნებმა” შესაძლოა "ბლანკოსს” 65 მილიონი ფუნტი შესთავაზონ, მისი უზარმაზარი ხელფასის ნაწილს კი სპონსორები დაფარავენ. სერ ალექს ფერგიუსონს პორტუგალიელის თავის გუნდში დაბრუნება სურს, თუმცა იგი ყოველთვის აცხადებდა, რომ ასეთი გარიგება ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედვად ამისა, რამოდენიმე დღის წინ შოტლანდიელმა განაცხადა, რომ მას კლუბის ამერიკელი მფლობელებისგან სრული მხარდაჭერა გააჩნია – გლეიზერების ოჯახი – რომლებიც მზად არიან სერ ალექსს ტრანსფერებისათვის დიდი თანხა გამოუყონ. "გლეიზერებთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს: ყოველთვის, როცა მათ რამეს ვთხოვ, უყოყმანოდ მისრულებენ”, – აცხადებს ფერგიუსონი. "თუკი რომელიმე ფეხბურთელის შეძენაზე ჩამოვაგდებ სიტყვას, დაუფიქრებლად იყიდიან. შესაძლოა, ამ ზაფხულს ტოპ-ფეხბურთელის გადაბირება ვცადოთ, თუ ეს რეალური იქნება”. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |