2:33 PM რონალდუ მწყობრშია | |
![]() მადრიდის "რეალის" ლიდერმა, პორტუგალიელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, უკვე დაიწყო გუნდთან ერთად ვარჯიში.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა დაზიანება "ლა ლიგის შეხვედრაში, "ლევანტესთან" მიიღო. დავიდ ნავაროსთან შეჯახების დროს მას წარბი გაუსკდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რონალდუს პრობლემები შეექმნა მხედველობასთან დაკავშირებით. თუმცა ის უფრო სწრაფად დაუბრუნდა გუნდს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ესპანური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელმა გუნდთან ერთად განაახლა ვარჯიში. მოსალოდნელია, რომ ის ბილბაოს "ატლეტიკთან" შეხვედრაში გუნდს დაეხმარება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |