10:11 PM
რონალდუ: "მესისთან შედარებით დავიღალე"



მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ საკუთარი თავისა და ლიონელ მესის ერთმანეთთან შედარებით დაიღალა. იტყობინება ფრანგული პრესა. 

 

"ვფიქრობ, რომ მესის რა თქმა უნდა შეუძლია "ოქროს ბურთის" მოგება. ასევე მოგების კარგი შანსები აქვთ, ჩავის და ინიესტას. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ დროგბა და ფალკაო. 

 

ჩემი მესისთან შედარება ? ეს მხოლოდ მედიის თემაა. ისინი ცდილობენ მუდამ ატრიალონ ეს თემა, რადგან ამით ტირაჟები გაზარდონ და საკუთარ საიტებს პოპულარობა მოუმატონ. 

 

მე უკვე ცოტა არ იყოს დავიღალე მესისთან შედარებით. ჩვენ განსხვავებული ფეხბურთელები ვართ. მე ძალიან არ მომწონს როცა სხვა ფეხბურთელს მადარებენ" - განაცხადა რონალდუმ France Football-თან ინტერვიუში. 




ნანახია: 323 | დაამატა: RoM@N | ტეგები: რონალდუ: მესისთან შედარებით დავიღალ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: