2:58 PM რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგებასთან ახლოსაა | |
![]() "მანჩესტერ იუნაიტედი” ახლოსაა იმასთან, რომ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ "ოლდ ტრაფორდზე” დააბრუნოს. Daily Mail-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელი დირექტორი დევიდ გილი მადრიდში იმყოფება, სადაც მას პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა. მოცემული წყაროს ინფორმაციით, "წითელი ეშმაკუნები” დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ზაფხულს "რეალის” ფორვარდის შეძენას შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ 2003-წლიდან 2009-წლამდე რონალდუ "ემიუს” რიგებში უკვე ასპარეზობდა, ამ დროის განმავლობაში კრიშტიანუმ მანჩესტერელთა მაისური 196 შეხვედრაში მოირგო და 84 გოლი გაიტანა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |