5:15 PM
რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებას აპირებს




კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის "რეალის" დატოვება გადაწყვიტა და "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებას აპირებს,იტყობინება ესპანური პორტალი Sport.es.

"პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ძალიან კარგად იცის,რომ მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალს" ტიტულების მოგება ძალიან გაუჭირდება,რაც შეეხება "წითელ ეშმაკუნებს",ისინი ტიტულების მოგებასთან უფრო ახლოს არიან.ამიტომ,ალექს ფერგიუსონის გუნდში პორტუგალიელ ფეხბურთელს უფრო დიდი შანსი აქვს "ოქროს ბურთის" მოგების",-წერს გაზეთი.

"ნათელია ის ფაქტი,რომ "მანჩესტერს" რონალდუს გაფორმება ძალიან გაუჭირდება,რადგან კრიშტიანუს გამოსასყიდი თანხა კონტრაქტში ჩადებული პირობების თანახმად 1 მილიარდ ევროს შეადგენს.ყველას კარგად მოეხსენება,რომ ეს თანხა ფლორენტინო პერესმა კონტრაქტის პირობებში იმიტომ ჩადო,რომ პორტუგალიელის პოტენციალური მყიდველები "დაეშინებინა".კრიშტიანუს მადრიდელებთან კონტრაქტი ორი წლის შემდეგ ეწურება,ამიტომ სავსებით შესაძლებელია რონალდუმ "ბლანკოსთან" კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივოს და კლუბი უფასოდ დატოვოს.ასე რომ,წესით ფლორენტინომ რონალდუს ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე უნდა დაიწყოს ფიქრი".
 
ნანახია: 274 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: