1:51 PM
რონალდუ ლა ლიგის მომდევნო ტურის მატჩს გამოტოვებს




მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კლუბს ლა ლიგის მომდევნო ტურის მატჩში ვერ დაეხმარება, სადაც მისი გუნდი სტუმრად "ოსასუნას" დაუპირისპირდება.

ლა ლიგის დღევანდელ მატჩში "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის რიგით 5-ე გამოდგა, სწორედ ამიტომ დისკვალიფიკაციის გამო კრიშტიანუ "რეალის" დახმარებას ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში "ოსასუნას" წინააღმდეგ ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს 27-წლის თავდამსხმელმა "ბლანკოსს" "სოსიედადთან" მატჩში პირველად უკაპიტნა (4:3), რადგან გუნდის კაპიტანი იკერ კასილიასი ჟოზე მოურინიომ სათადარიგოთა სკამზე დასვა, ვიცე-კაპიტანმა სერხიო რამოსმა კი ეს მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რონალდუმ დღევანდელ შეხვედრაში ორი გოლის გატანა შეძლო და "თეთრებს" გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა.
 
ნანახია: 294 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: