5:42 PM
რონალდუ კვლავ არ არის ბედნიერი "რეალში"



კრიშტიანუ უფრო ახლოს მადრიდიდან წასვლასთანაა, ვიდრე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან.

როგორც AS იტყობინება, "ბლანკოსის" მთავარი ვარსკვლავის პრობლემები არსადაც არ გამქრალა. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში რონალდუ ამბობდა, რომ არ იყო ბედნიერი "რეალში" და შესაძლოა მომავალში დაეტოვებინა ესპანეთის ჩემპიონის რიგები.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი გრძნობს მხარდაჭერას გულშემატკივრებისგან, ხელმძღვანელობის ქმედებები მას ძველებურად არ სიამოვნებს. 

ბოლო შეხვედრამ "ლევანტესთან", მხოლოდ ნავთი დაასხა ცეცხლს. რონალდუ შესვენებაზე შეცვალეს დავიდ ნავაროს მიერ მიყენებული დარტყმის შემდეგ. ფაქტი ერთია, რომ "რეალი" ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ პეპეს დასაცავად გამოვიდა (რომელიც მატჩისშემდგომი კონფლიქტის აქტიური მონაწილე იყო) და საერთოდ არ უხსენებია კრიშტიანუ. განსაკუთრებით, ასეთი მდგომარეობა ბომბარდირს იმიტომ აბრაზებს, რომ კატალონიური "ბარსელონა" ყველგან და ყოველთვის მხარში უდგას ლიონელ მესის.

იტყობინებიან, რომ რონალდუ პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე დაფიქრდება, კონკრეტულად "მანჩესტერ იუნაიტედში".

"ალექს ფერგიუსონი ჩემთვის მამასავითაა. მან ბევრი რამ მასწავლა და ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს" - განაცხადა პორტუგალიელმა CNN-თან ინტერვიუში.
 
ნანახია: 276 | დაამატა: ROM@NI | ტეგები: რონალდუ კვლავ არ არის ბედნიერი რეალ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: