მადრიდის "რეალის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ "დეპორტივოსთან" მოგებულ შეხვედრას გაუკეთა კომენტარი.
მოგეხსენებათ, გუშინ პორტუგალიელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.
"სიმართლე ისაა, რომ თამაში ძალიან მოდუნებულებმა დავიწყეთ, თუმცა შემდეგ კარგი რეაგირება მოვახდინეთ გაშვებულ გოლზე და მებრძოლი ხასიათიც გამოვავლინეთ", -განაცხადა რონალდუმ.
"ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან გვესმის, რომ მეტად ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს. ვიცით, რომ ბარსელონაში გაგვიჭირდება. ბოლო დროს ძლიერად ვთამაშობთ, მაგრამ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. დარწმუნებული ვარ, "კამპ ნოუზე" გამარჯვებას შევძლებთ".

წყარო: Football Espana