4:11 PM
რონალდუ - კაკას ფავორიტი (სრული ინტერვიუ)



ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ მართლაც კარგად გაისარჯა მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ლეგიონერი კაკა, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა. ჟურნალისტებმა მასტან ინტერვიუ სწორედ ამ შეხვედრით დაიწყეს.

- მოურინიომ ძირითად შემადგენლობაში დაგაყენათ. თქვენც იმედი გაუმარტლეთ და ბრწყინვალე გოლი გაიტანეთ.

- "გოლი მართლაც კარგი გამოვიდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ "რეალმა" ჯგუფური ეტაპი ლამაზი გამარჯვებით დაასრულა. ჩვენი გულშემატკივრები მსოფლიოში საუკეთესოები არიან და ისინი იმსახურებენ, რომ მათთვის ყოველი თამაში ზეიმად ვაქციოთ. "აიაქსთან" ეს ნამდვილად გამოგვივიდა".

- ჟოზე მოურინიომ ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელის დასვენების საშუალება მისცა, რის გამოც კაპიტნის სამკლავური თქვენ გერგოთ.

- "ეს უდიდესი პატივია. "რეალი" მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და როდესაც მისი კაპიტნობა გერგება, ჯეროვნად უნდა დააფასო. ეს თამაში ყოველთვის მემახსოვრება".

- როგორც ამბობენ, დიდია ალბათობა იმისა, რომ იანვარში გუნდი დატოვოთ.

- "არ უარვყოფ, ეს სავსებით რეალურია. შემოთავაზება მაქვს რამდენიმე გუნდიდან და გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, როცა ჟოზე მოურინიოს და კლუბის წარმომადგენლებს დაველაპარაკები".

- პორტუგალიელმა მწვრთნელმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ კაკას შეუძლია სადაც უნდა, წავიდესო..

- "ამის შესახებ მეც წავიკითხე, მაგრამ მოურინიოს დიდ პატივს ვცემ და სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებდე, პირადად დაველაპარაკები. ვფიქრობ, ასე უფრო სამართლიანად მოვიქცევი".

- ალბათ ინგლისში გადასვლას აპირებთ.

- "გამორიცხული არ არის, მაგრამ მერწმუნეთ, ამ ეტაპზე კონკრეტულად არაფრის თქმა შემიძლია. გარკვეული პერიოდის წინ ორი "მანჩესტერული" კლუბი მიწვევდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მათი ინტერესი მინელდა. გამორიცხული არც ის არის, რომ ბრაზილიაში დავბრუნდე და რამდენიმე წელი იქ ვითამაშო, რის შემდეგაც ალბათ კარიერას დავასრულებ".

- "მილანში" დაბრუნებას გამორიცხავთ?

- "გამორიცხული არაფერია, თუმცა ვაღიარებ, ეს ნაკლებსავარაუდოა. ისე კი "მილანის" წარუმატებლობა ძალიან მწყინს და ვიმედოვნებ, ეს გუნდი მდგომარეობას მალე გამოასწორებს".

- სულ ცოტაც და "ოქროს ბურთის" ახალი ლაურეატი გვეყოლება. ნომინანტი სამია: მესი, რონალდუ და ინიესტა. თქვენი აზრით, წლეულს რომელი იყო საუკეთესო?

- "არჩევანის გაკეთება გამიჭირდება. ინიესტა დიდებული ფეხბურთელია. მესი საერთოდ ზღაპრულად თამაშობს და იგი ყოველთვის საუკეთესოა, მაგრამ ალბათ 2012 წელს რონალდუ უფრო კარგად გაისარჯა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ იგი ჩემი თანაგუნდელია. უბრალოდ, ასე ვფიქრობ".

- კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას თუ აპირებთ?

- "ერთი რამ ზუსტად ვცი: ფეხბურთში ვიქნები. სხვა სფეროში ჩემი თავი უბრალოდ არ წარმომიდგენია, მაგრამ მწვრთნელობას ავირჩევ, თუ რაიმე სხვა საქმეს მოვკიდებ ხელს, ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია. გეგმების წინასწარ დალაგება ნამდვილად არ მიყვარს და შეიძლება მწვრთნელის ამპულაშიც მიხილოთ, მაგრამ ეს ძალიან უმადური პროფესიაა. ამას საკუთარი თვალით ვხედავ და ამიტომაც შეიძლება, სხვა არჩევანი გავაკეთო".
 
ნანახია: 279 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: