9:18 AM რონალდუ იოზილის გაყიდვის გამო აღშფოთებულია | |
![]() "რეალის” ვარსკვლავი და ლიდერი ვერ აცნობიერებს იმას, რომ მისი "პასების მანქანა” სხვა კლუბში გაყიდეს. ესპანეთში დიდი ამბავია ატეხილი იმის გამო, რომ კარლო ანჩელოტიმ "რეალიდან” მესუთ იოზილი გააგდო, რომელიც კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად მადრიდული გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა. პრესას იტალიელის ლოგიკის არაფერი გაეგება. გერმანელის გაყიდვით გაოგნებული დარჩა ასევე "რეალის” ექს-თავკაცი ჟოზე მოურინიო, ახლა კი უმაყოფილება "ბლანკოსის” ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმაც გამოთქვა. "იოზილის წასვლა – ჩემთვის წარმოუდგენლად ცუდი სიახლეა. ამის გამო ძალიან გაბრაზებული და აღშფოთებული ვარ, გულწრფელად ვამბობ”, – განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც თანაგუნდელის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია პორტუგალიის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას გაიგო. შეგიძლიათ მესუთის გადაცემების ხარისხი ამ ვიდეოთი უფრო უკეთ შეაფასოთ: წყარო: AS | |
|
სულ კომენტარები: 0 | |