პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი აცხადებს, რომ ფეხბურთის ტალანტთან ერთად წარმატების მიღწევაში მას ხელი ბეჯითად მუშაობამ შეუწყო.
"ვფიქრობ, ჩემი მუშაობა ჩემს კარიერაზე აისახა."
"საკმაოდ თავმდაბალი უნდა იყო, რომ გაიგო, თუ რა აკლია შენს თამაშს, რისი მიხედვითაც უნდა ივარჯიშო."
"კარიერის განმავლობაში, ყოველთვის ვეცდები, რომ ვისწავლო, განვვითარდე და მოვიგო ტიტულები. ძალიან ამბიციური ვარ და არასდროს მიყვარს დამარცხება. ჩემი მიზანია ყველაფრის მოგება. სწორედ ამ პრინციპით ვითამაშებ მანამ, სანამ ბუცებს ლურსმანზე არ ჩამოვკიდებ."
როგორც ვიცით, მადრიდული გრანდი 18 ქულით ჩამორჩება "ბარსელონას" ლა ლიგის მოგებისთვის ბრძოლაში. კრიშტიანუ რონალდუ თანაგუნდელებს მოუწოდებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთონ.
"ნათელია, ჩემპიონატი ცუდად დავიწეთ."-აგრძელებს ის. "ვიცით, რომ ლა ლიგის ტიტული პრაქტიკულად დაკარგულია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი მოსალოდნელია. დარჩენილი მატჩების მოგებას ვაპირებთ. ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში".
"ყოველ ჩვენგანს უნდა მეათე თასის მოგება. ყველანი ვაცნობიერებთ ამას. გასულ სეზონში სულ ცოტა დაგვაკლდა ტიტულების მოგებასთან, რაც დასანანია. საბედნიეროდ შანსი გვაქვს, რომ ამ სეზონში დავამყაროთ რეკორდი და ავიღოთ ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი."-დაასრულა პორტუგალიელმა სუპერვასკვლავმა.