9:34 PM
რონალდომ ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო ნაკრები შეადგინა



გუშინ ბრაზილიურმა გამოცემამ "Globo” ახლო წარსულში ცნობილ ფეხბურთელ რონალდოსთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. 1994 და 2002 წლების მსოფლიოს ჩემპიონმა საკუთარი ვერსიით, ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო ეროვნული გუნდი დაასახელა.

რონალდოს გადაწყვეტილებით ამ გუნდში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: ტაფარელი, კაფუ, ალდაირი, ლუსიო, რობერტო კარლოსი, ჟუნიორი, ზიკო, რიველინო, პელე, რომარიო, რონალდო. არ გაგიკვირდეთ ამ ჩამონათვალში რონალდომ საკუთარი თავიც რომ შეიყვანა.

გამოცემის ჟურნალისტები მსოფლიო ჩემპიონს ახალგაზრდა თანამემამულე მოთამაშეებზეც შეეკითხნენ. რონალდომ განსაკუთრებით "ინტერნაციონალეს” თავდამსხმელი ლეანდრო დამიანი გამოყო, რომელიც ბოლო დროს ფართოდ რეკლამირებულ ნეიმარზე მაღლა დააყენა.

"ლეანდრო ჩინებული ფეხბურთელია. მიმაჩნია რომ 2014 წლის მსოფლიო პირველობაზე ბრაზილიის ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.” – განაცხადა რონალდომ.
 
ნანახია: 309 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: