11:41 AM რონალდო: "ნეიმარმა ევროპაში უნდა ითამაშოს, რათა მესისთან და რონალდუსთან იბრძოლოს" | |
![]() ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რონალდომ განაცხადა, რომ ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა აუცილებლად უნდა დაიწყოს თავისი გამოსვლა ევროპაში. იტყობინება ესპანური პრესა.
რონალდოს აზრით, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ზედმეტად დიდ დროს წელავს.
"კარგი გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, თუ ნეიმარი ევროპის რომელიმე გრანდში გააგრძელებდა კარიერას. ეს ძალიან დაეხმარებოდა იმაში, რომ მან კონკურენცია გაუწიოს კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის." - განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელებს ერთმანეთს ხშირად ადარებენ, მაგრამ არგენტინელების აზრით მესის ვერავინ შეედრება. ბრაზილიელები კი ფიქრობენ, რომ ნეიმარი საკუთარი ტალანტით "ბარსელონას" ვარსკვლავს აღემატება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |