10:20 AM
რონალდო ბეილის “რეალში” გადასვლამ გაახარა



ბრაზილიელი ლეგენდა დარწმუნებულია, რომ კრიშტიანუ რონალდუ და გარეტ ბეილი მადრიდის "რეალს” ბევრ ტიტულს მოუტანენ.

"დარწმუნებული ვარ, ისინი კარგ დუეტს შექმნიან "რეალში”, კარგად შეეწყობიან ერთმანეთს. კრიშტიანუ და გარეტი მადრიდელ ფანებს ძალიან დიდ სიხარულს აჩუქებენ. ერთად გუნდს გამარჯვებას მოუტანენ, ფანები კი მათი თამაშით დატკბებიან”, – აცხადებს კიჭა.

"ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი ფენომენალური თამაშის ჩვენებას შეძლებენ. დიდებული მოთამაშეები ყოველთვის კარგად უგებენ ერთმანეთს. "რეალს” ძალიან გაუმართლა, რომ ორი, ასეთი დონის ფეხბურთელი ჰყავს”.

ბეილის დებიუტი "რეალის” რიგებში ალბათ შაბათს, "ვილიარელის” წინააღმდეგ შედგება.

წყარო: Goal.com

ნანახია: 273 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: