9:38 PM
რონალდინიომ პრეზერვატივების ბიზნესი დაიწყო



ბრაზილიის აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში ‘Sex Free’ უკვე გაყიდვაშია.

‘Sex Free’ – ასეთი სახელწოდება აქვს რონალდინიოს პრეზერვატივების ახალ ხაზს. პრეზერვატივის შეფუთვა, რონის ამჟამინდელი კლუბის "ატლეტიკო მინეიროს” მსგავსად, მუქი შავი ფერისაა და მასზე შემდეგი წარწერაცაა გაკეთებული: "მამალი”. სწორედ ასეთი მეტსახელითაა ცნობილი "ატლეტიკო” ბრაზილიაში.

ცნობილია, რომ რონალდინიოს ახალ ბიზნესში "ატლეტიკოს” ხელმძღვანელობაც მონაწილეობს. სწორედ ამიტომ, "ბარსელონას” ექს-ფეხბურთელს ჰქონდა იმის უფლება, რომ კლუბის ფერები და "მინეიროს” მეტსახელი გამოეყენებინა.

შეგახსენებთ, თავის დროზე ცნობილმა იტალიელმა ექს-ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ კონტრაცეპტივების მსგავსი ხაზი გაუშვა გაყიდვაში.

წყარო: Daily Mail

ნანახია: 293 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: