12:42 PM
“რომას” კიდევ ერთი გოლკიპერი გამოაკლდა



მაარტენ სტეკელენბურგის ტრავმის შემდეგ დაზიანება ბოგდან ლობონტმაც მიიღო.

ს.კ "რომა” იტყობინება, რომ "ფიორენტინასთან” გამართულ გუშინდელ შეხვედრაში ბოგდან ლობონტმა გონსალო როდრიგესთან შეჯახებისას ცხვირი გაიტეხა.

შესვენებაზე რუმინელი მაურო გოიკოეჩეამ შეცვალა, რომელმაც "ჯალოროსის” კარი მშრალად შეინახა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დროის განმავლობაში მოუწევს უქმობა ვეტერან ლობონტს.

შეგახსენებთ, რომ "იებთან” დაპირისპირებაში "რომამ” ანგარიშით 1:0 იმარჯვა.

ნანახია: 312 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: