ახლო წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რომარიო გუშინ ინტერნეტ გამოცემა "Goal.com”-ს ესაუბრა და ერთი საყურადღებო განცხადებაც გააკეთა.
რომარიოს აზრით, ის როგორც ფეხბურთელი ათი თავით სჯობდა სახელოვან დიეგო მარადონას.
"მიღებულია აზრი, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეები ჩემი თანამემამულე პელე და არგენტინელი დიეგო მარადონა არიან. ნება მომეცით, რომ ეს მოსაზრება არ გავიზიარო. საუკეთესო ნამდვილად პელეა, მაგრამ მის შემდეგ საკუთარ თავს ვაყენებ. რაც შეეხება დიეგოს, მას მხოლოდ მესამე ადგილს მივაკუთვნებდი” – განაცხადა რომარიომ.
ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ საკუთარი კარიერის განმავლობაში ათასზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მას გამორჩა ის ფაქტი, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაცია რიგ ამხანაგურ და საქველმოქმედო შეხვედრებში გატანილ ბურთებს ოფიციალურ სტატისტიკაში არ ითვალისწინებს.
რომარიოს აზრით, საფეხბურთო მოედნებზე მეტი ტიტული აქვს მოპოვებული ვიდრე მის არგენტინელ კოლეგას.
რომარიო და დიეგო მარადონა მსოფლიო ჩემპიონის წოდებას თითო-თითოჯერ ფლობდნენ. ბრაზილიელი 1994 წელს, არგენტინელი კი 1986 წელს.
პელეს თანამემამულე სხვადასხვა წლებში ბრაზილიის, ჰოლანდიისა და ესპანეთის ეროვნული პირველობების გამარჯვებული არაერთხელ გამხდარა.