4:48 PM
რომარიო: “ფიფა უბრალოდ მოვა, შოუს მოაწყობს, არაფერს დახარჯავს და ყველაფერს წაიღებს”



ცნობილმა ფეხბურთელმა ფიფა მკაცრად გააკრიტიკა და ამავდროულად, ბრაზილიელ მომიტინგეებს მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, ბოლო დროს ბრაზილიაში პროტესტის მასობრივი აქციები იმართება. ამ აქციების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქვეყნის მაცხოვრებლები უკმაყოფილონი არიან კონფედერაციის თასისა და მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირების ჩატარებისთვის გამოყოფილი დიდი თანხის გამო.

"ფიფა უბრალოდ ჩვენს ფულს იყენებს. ის ფული, რომელიც სტადიონ "მანე გარინჩას” აშენებას მოხმარდა, შეგვეძლო უფრო უკეთ გამოგვეყენებინა, თუმცა ჩვენ იგი სტადიონის აშენებაში დავხარჯეთ”.

"ის ლამაზია? დიახ. პრაქტიკულია? არც ისე. ამჟამად ფიფა – ბრაზილიის პრეზიდენტია. ისინი ჩვენს ქვეყანაში მოვიდნენ და სახელმწიფოში სახელმწიფო შექმნეს”.

"ისინი არაფერს არ გადაიხდიან. ფიფა უბრალოდ მოვა, შოუს მოაწყობს, არაფერს დახარჯავს და ყველაფერს წაიღებს”, – განაცხადა ცნობილმა ფეხბურთელმა.

წყარო: Goal.com

ნანახია: 299 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: