1:12 PM “რომამ” მარკინიოსის “რეალში” გაშვება არ ისურვა | |
![]() მადრიდელები "მგლების” მცველის მარკინიოსის შეძენას ცდილობდნენ. La Gazetta dello Sport იუწყება, რომ "თეთრები” 19-წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდიდნენ, თუმცა რომაელები ამ წინადადებით არც კი დაინტერესებულან. ცენტრალურ მცველს "რომასთან” მოქმედი კონტრაქტი 2017-წლის ივნისის თვეში ეწურება, სწორედ ამიტომ, კლუბი "კორინთიანსის” ექს-ფეხბურთელის სანაცვლოდ უფრო მეტის გამომუშავებას გეგმავს. მარკინიოსისთვის ბრძოლაში "რეალს” კონკურენციას "მანჩესტერ სიტი” გაუწევს. წყარო: La Gazzetta dello sport | |
|
სულ კომენტარები: 0 | |