11:30 AM
“რომა”: ვალდესი, დიეგო ალვეში ან ჟულიო სეზარი?



მაარტენ სტეკელენბურგის გაყიდვის შემდეგ, "ჯალოროსი” ჰოლანდიელი კიპერის შემცვლელს ეძებს.

იტალიური პრესა იტყობინება, რომ "რომა”, რომელმაც მაარტენ სტეკელენბურგი "ფულემში” გაუშვა, პრობლემატური პოზიციის გაძლიერებისათვის სამ ვარიანტს განიხილავს.

ამ ვარიანტებიდან პირველი – "ბარსელონას” კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესია, რომელმაც განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რომელიც 2014-წლის ზაფხულში ეწურება. "კულეები” კი, თავის მხრივ, ამ ზაფხულს გოლკიპერთან განშორებისათვის მზად არ არიან, თუმცა "რომა”, დიდი ალბათობით, ესპანელის შეძენას მაინც ეცდება.

გარდა ამისა, "ჯალოროსის” ინტერესების სფეროშია მოქცეული ორი ბრაზილიელი კარის დარაჯი – "ვალენსიელი” დიეგო ალვეში, რომელიც "მფრინავმა ღამურებმა” შესაძლოა ფინანსური პრობლემების გამო გაყიდონ, და დიდი გამოცდილების მქონე ჟულიო სეზარი, რომელიც ორი წლის წინ "ინტერის” ღირსებას იცავდა, გასული სეზონის განმავლობაში კი ინგლისური "ქუინზ პარკ რეინჯერსის” კარი დაიცვა.

წყარო: Corriere dello sport

ნანახია: 305 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: