11:36 AM
"რომა": ოსვალდოს ყველაფერი წესრიგში აქვს



რომაული კლუბის თავდამსხმელს მუხლი არ აწუხებს.

ოთხშაბათს გამართულ ვარჯიშზე ოსვალდო ნიკოლას ბურდისოს შეეჯახა და მუხლი დაიზიანა. სწორედ ამიტომ, იტალიელმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ეს ტრავმა სერიოზული იყო და პაბლო საფეხბურთო მოედანს კარგა ხნით ჩამოშორდებოდა.

დღეს კი ოსვალდომ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომლის შემდეგაც "რომას" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ყველაფერი წესრიგში აქვს და სერია ა-ს მომდევნო ტურის მატჩისთვის ემზადება, სადაც რომაელები "კატანიას" დაუპირისპირდებიან.
 
ნანახია: 278 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: