10:33 AM
“რომა”: ორი კვირა სტეკელენბურგის გარეშე



"ჯალოროსის” გოლკიპერმა გასულ უქმეებზე ტრავმა მიიღო.

კვირას, "სიენას” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის დაწყების წინ, "რომას” გოლკიპერმა მაარტენ სტეკელენბურგმა გუნდის ვარჯიშზე ბარძაყის კუნთი დაიზიანა და ნახსენები მატჩის გამოტოვება მოუწია, რომელიც საბოლოოდ "ჯალოროსის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

თუმცა, ჰოლანდიელის აღდგენითი პროცესები კიდევ უფრო გაგრძელდება – დეტალური სამედიცინო შემოწმების გავლის შემდგომ დადგინდა, რომ სტეკელენბურგი სრული დატვირთვით ვარჯიშის განახლებას 15 დღეზე ადრე ვერ მოახერხებს.

დიდი ალბათობით, უახლოეს მატჩებში "რომას” კარს გამოცდილი რუმინელი კიპერი ბოგდან ლობონტი დაიცავს, რომელსაც აურელიო ანდრეაცოლი მაურო გოიკოჩეასთან კონკურენციაში უპირატესობას ანიჭებს.

ნანახია: 308 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: