მასადიო აიდარა იტალიის დედაქალაქში გადაბარგებასთან ახლოსაა.
იტალიური პრესა იტყობინება, რომ 20-წლის "ნანსის" ცენტრალური მცველი მასადიო აიდარა, რომლის მიმართაც ინტერესს "ფიორენტინა" იჩენდა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "რომაში" გადაბარგდება.
მოგეხსენებათ, ფრანგული კლუბი სერიოზულ ფინანსურ კრიზისშია, სწორედ ამიტომ, გუნდის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის გასხვისება ამ პრობლემის მოგვარებაში ხელს შეუწყობს, რომლის სატრანსფერო თანხაც 4-5 მილიონ ევროს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში აიდარამ "ნანსის" მაისური ლიგა 1-ის 16 მატჩში მოირგო, ასევე საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ორი მატჩიც აქვს ჩატარებული, სადაც რეგულარულად იძახებენ.