10:04 PM “რომა” ლამელას “ტოტენჰემში” გადასვლას ადასტურებს | |
![]() როგორც "რომას” ოფიციალური საიტი იუწყება, "ტოტენჰემ ჰოტსპურმა” არგენტინელი ფეხბურთელი 30 მილიონ ევროდ შეიძინა. 5 მილიონს რომაელები ბონუსად იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ერიკ ლამელა "ტოტენჰემში” განსაზღვრულ წარმატებას მიაღწევს ან გარკვეული რაოდენობის მატჩს ჩაატარებს. "რომაში” გატარებული 2 სეზონის განმავლობაში 21 წლის თავდამსხმელმა 62 მატჩი ითამაშა სერია ა-ში და 19 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ერიკს არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 3 ამხანაგური შეხვედრა აქვს ნათამაშები. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |