2:20 PM “რომა” ლამელას “მანჩესტერ სიტიში” არ გაუშვებს | |
![]() "ჯალოროსის” ახალგაზრდა არგენტინელის შენარჩუნება სურს. იტალიური პრესა იტყობინება, რომ "მანჩესტერ სიტიმ”, რომელიც დიდი ხანია, რაც "რომას” არგენტინელი თავდამსხმელის ერიკ ლამელას მიმართ ინტერესს იჩენს, "ჯალოროსის” ამ ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა, 22 მილიონი ევროს ფარგლებში. მიუხედავად ამისა, "რომა”, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, "ცისფრების” ეს შეთავაზება უარით გაისტუმრა, განაცხადა, რომ ლამელა არავითარ შემთხვევაში და არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გაიყიდება. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ლამელამ 28 მატჩი ჩაატარა და თავი 14 გატანილი გოლით გამოიჩინა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |