10:01 PM “რომა” ლამელას გაყიდვასა და ნანის შეძენას გეგმავს | |
![]() იტალიური კლუბი წინააღმდეგი არაა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამოდენიმე დღით ადრე გახმაურებული ტრანსფერები განახორციელოს. "რომა”, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ თავდამსხმელი პაბლო ოსვალდო "საუთჰემპტონში” გაუშვა, მზადაა გუნდის კიდევ ერთ ლიდერს შეელიოს. Sky Italia-ს ცნობით, "ჯალოროსი” "ტოტენჰემს” არგენტინელი შემტევის, ერიკ ლამელას ტრანსფერზე შეუთანხმდა. იტალიური და ინგლისური კლუბები შეთანხმდნენ, რომ მაშინვე, როდესაც "ტოტენჰემი” გარეტ ბეილის მადრიდის "რეალში” გადაბარგების ყველა დეტალს მოაგვარებს, "დეზები” "რომას”, ლამელას ტრანსფერთან დაკავშირებით, 35 მილიონ ევროიანი ოფიციალური წინადადებით მიმართავენ. რომაელები კი ამ შეთავაზებას სიხარულით მიიღებენ, რადგან ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას უკვე განუცხადა, რომ "უაიტ ჰარტ ლეინზე” უნდა გადაბარგება. ამავდროულად, "რომა” მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედის” ვინგერი ლუიშ ნანი იყიდოს, რომელიც პრემიერ ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში "წითელი ეშმაკუნების” სამატჩო განაცხადშიც კი არ იყო, და, როგორც ჩანს, დევიდ მოიესის სამომავლო გეგმებში განსაკუთრებული ადგილი არ უკავია. იმის შესახებ, თუ რამდენი დაუჯდება იტალიურ კლუბს ამ ტრანსფერის განხორციელება, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |