3:15 PM
“რომა”: დე როსი, სტეკელენბურგი და ბალძარეტი “მილანთან” ვერ ითამაშებენ



"ჯალოროსის” სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა.

სერია ა-ს 37-ე ტურის ეგიდით, "მილანთან” გასამართ დაპირისპირებას "რომა” შესუსტებული შემადგენლობით ხვდება. ტრავმის შემდეგ გამონჯამრთელება ვერ მოასწრო "ჯალოროსის” ძირითადი შემადგენლობის გოლკიპერმა მაარტენ სტეკელენბურგმა, რომელსაც რომაული კლუბის კარში ბოგდან ლობონტი შეცვლის, რაც შეეხება ნახევარმცველ დანიელე დე როსის, რომელმაც სამშაბათს "კიევოსთან” გამართული მატჩის დასრულების შემდგომ, თავისი გუნდის ბოლო არცერთ ვარჯიშში არ მიუღია მონაწილეობა, მატჩის განაცხადში ვერც იგი ვერ მოხვდა.

გარდა ამისა, "ჯალოროსის” მცველი ფედერიკო ბალძარეტიც ვერ დაეხმარება, ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი კი "მილანთან” გასამართი შეხვედრის განაცხადში კი მოხვდა, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს და "როსონერისთან” მისი თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ნანახია: 320 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: